X

შეხვედრები და დისკუსიები

საჯარო დისკუსია „S-300 რაკეტა, საქართველო და ევრაზიული ‘ჰართლენდი’“

2010 / 09 / 29

2010 წლის 29 სექტემბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა, საქართველოს უსაფრთხოების ანალიტიკის ცენტრთან ერთად უმასპინძლა საჯარო დისკუსიას „S-300 რაკეტა, საქართველო და ევრაზიული ‘ჰართლენდი’“. დისკუსიას უძღვებოდა პროფესორი ალექსანდრე რონდელი, ფონდის პრეზიდენტი. მომხსენებელთა შორის იყვნენ შოთა უტიაშვილი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამეცნიერო-კვლევითი დირექტორი და წარმომადგენელი;  ხათუნა მშვიდობაძე, საქართველოს უსაფრთხოების ანალიტიკის ცენტრის უფროსი წევრ-კორესპონდნეტი, GFSIS; და ელჩი დავით სმიტი, საქართველოს უსაფრთხოების ანალიტიკის ცენტრის ხელმძღვანელი, GFSIS.

დისკუსია გახსნა ელჩმა სმიტმა საჰაერო თავდაცვის სისტემებზე მოკლე მოხსენებით. მან აღნიშნა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემები წარმოდგენილია როგორც მარტივი სახით, რომელსაც ოპტიკური მონაკვეთები და ქვემეხები აქვს, აგრეთვე დახვეწილი რაკეტებით, რომელიც განვითარებული რადარებით და აქტიური ჭურვებით არის აღჭურვილი. მისი თქმით აფხაზეთში დაყენებული  S-300 რაკეტები მიეკუთვნება  S-300PS-ის სერიას, თუმცა ზოგიერთ ანალიტიკოსს მიაჩნია, რომ მათში გაერთიანებულია უფრო განვითარებული S-300PMU-1 -ის სისტემის ელემენტები. 90 კილომეტრიანი ან 150 კილომეტრიანი მოქმედების რადიუსით, გალიდან რაკეტებს საქართველოს სანაპირო ხაზის მთლიანი ტერიტორიის ან მისი დიდი ნაწილის დაფარვა შეუძლიათ.

მომხსენებლებმა ასევე აღნიშნეს, რომ აფხაზეთში S-300 რაკეტების დაყენების გეოპოლიტიკური მიზეზები აღმოსავლეთ-დასავლეთ დერეფანზე კონტროლის მოპოვება არის და ისინი რუსეთის მხრიდან საქართველოზე შეტევის და შემდგომი ოკუპაციის კონტექსტში უნდა განვიხილოთ. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მათი მდებარეობა რუსეთის ძალებს საშუალებას აძლევს იზოლირებაში მაოქციონ აღმოსავლეთ-დასავლეთის სარკინიგზო, საგზაო და მილსადენი გზები. ამასთანავე S-300-ის შესაძლებლობები დასავლეთის ქვეყნებისთვის უფრო რთულს ხდის, რომ საქართველოს მხარდაჭერა გამოუხატონ ან , უკიდურეს შემთხვევაში, მის დასახმარებლად მოვიდნენ.

პრეზენტაციების შემდეგ დამსწრე საზოგადოებასა და მომხსნებელებს შორის საინტერსო დისკუსია გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ მთავრობის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, აგრეთვე უცხოელი დიპლომატები, ექსპერტები და სტუდნეტები. 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.