X

შეხვედრები და დისკუსიები

მრგვალი მაგიდა - „სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის გადაწყვეტაში“

2009 / 06 / 25

2009 წლის 25 ივნისს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში გაიმართა მრგვალი მაგიდა - „სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის გადაწყვეტაში“. ღონისძიება გაიმართა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან თანამშრომლობით. დისკუსიას ესწრებოდნენ იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც აქტიურად მუშაობენ რეგიონში და სადამკვირვებლო მისიის თანამშრომლები.

დისკუსიამ მოიცვა სამი თემა: 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომი გარემოს შეფასება და სამოქალაქო საზოგადოების როლი სამშვიდობო პროცესისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნაში; მიმდინარე სამოქალაქო საზოგადოების პროექტები; სამომავლოდ კონფლიქტის გადაწყვეტის მცდელობებში არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართვის შესაძლებლობები (ინფორმაციის გაზიარება და დიალოგის ინიციატივები).

მონაწილები თანხმდებიან რომ ომმა შეაჩერა კონფლიქტის სტაბილიზაციის ღონისძიებები. ომის შემდგომ შექმნილი პოლიტიკური კონტექსტი არახელსაყრელია ძველი მცდელობების გაგრძელებისთვის. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ქართველებსა და ოსებს შორის დიალოგის დამყარებაში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობა. ამჟამად კონფლიქტის სტაბილიზაციისათვის აუცილებელია დიალოგის დაწყება ოსებთან და მთავრობასთან მუშაობა, რათა შეიმუშაოს ახალი პოლიტიკური მიდგომა სამშვიდობო პროცესისადმი.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.