X

შეხვედრები და დისკუსიები

საჯარო დისკუსია - “ავღანეთი: რატომ და როგორ“

2009 / 12 / 03

2009 წლის 3 დეკემბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში, საქართველოს უსაფრთხოების ანალიზის ცენტრთან თანამშრომლობით, გაიმართა საჯარო დისკუსია - „ავღანეთი: რატომ და როგორ“. დისკუსიას უძღვებოდა ფონდის პრეზიდენტი, ალექსანდრე რონდელი. მომხსენებელთა შორის იყვნენ: ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი მეთიუ ბრენდი; მისი უმაღლესობა საფრანგეთის ელჩი საქართველოში, ერიკ ფურნიე; საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ნიკოლოზ ვაშაკიძე და საქართველოს უსაფრთხოების ანალიზის ცენტრის დირექტორი, ელჩი დავიდ სმიტი.

განხილვა ეხებოდა ავღანეთში მიმდინარე სიტუაციას. მომხსენებლებმა გამოთქვეს სხვადასხვა აზრი აღნიშნულ საკითხე.  სემინარის მთავრი თემები იყო: რატომ არიან მოკავშირე ძალები ავღანეთში დღეს; რა ძირითადი მიზეზები არსებობს და როგორ აპირებენ ისინი არსებულ სიტუაციასთან გამკლავებას.

სემინარს ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, უცხოელი დიპლომატები და ექსპერტები.

მოხსენებების შემდეგ გაიმართა კითხვა პასუხის სესია და დისკუსია.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.