X

შეხვედრები და დისკუსიები

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან ”საერთაშორისო ურთიერთობებისა და ეროვნული უსაფრთხოების” პროგრამის კურსდამთავრებულებთან.

2010 / 03 / 22

2010 წლის 22 მარტს, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში გაიმართა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, ჯონ ბასის შეხვედრა ”საერთაშორისო ურთიერთობებისა და ეროვნული უსაფრთხოების” პროგრამის კურსდამთავრებულებთან. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა ოფიცერი, სინტია უითლსი. დისკუსიას უძღვებოდა საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტი, ალექსანდრე რონდელი.

სახელმწიფო დაცვისა და საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამა განხორციელდა  ფონდის მიერ 2001-2008 წლებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით. პროგრამის კურსდამთავრებულთა რიცხვი 120-ს აღემატება და მათი უმრავლესობა გავლენიანი პირია როგორც სამთავრობო, ასევე სამოქალაქო სექტორში.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.