X

შეხვედრები და დისკუსიები

სახელმწიფო უსაფრთხოების საქმეების ებრაული ინსტიტუტის ვიზიტი საქართველოში

2010 / 05 / 07

2010 წლის 7 და 8 მაისს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობებისა კვლევის ფონდის საქართველოს უსაფრთხოების ანალიტიკურმა ცენტრმა უმასპინძლა უსაფრთხოების საქმეების ებრაული ინსტიტუტის წარმომადგენლებს. 

სახელმწიფო უსაფრთხოების საქმეების ებრაული ინსტიტუტი არის ვაშინგტონში დაფუძნებული ორგანიზაცია, რომელიც უკვე 40 წელია ფუნქციონირებს. ის იღებს დახმარებას ათასობით წევრისგან მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან და ის იმართება დირექტორთა საბჭოს მიერ, რომელეიც აშშ-ის სახელმწიფო დაცვის თანამშრომელთა და სხვა მაღალჩინოსანთაგან შედგება. ორგანიზაცია ხსნის თუ რატომაა საჭირო წინდახედული და გონივრული სახელმწიფო დაცვის პოლიტიკა აშშ-სთვის. წლების განმავლობაში სახელმწიფო უსაფრთხოების საქმეების ებრაულმა ინსტიტუტმა სანდო წყაროს რეპუტაცია მოიპოვა. მისი კვლევები და რეკომენდაციები ქვეყნდება სხვადასხვა ფორმატში, მათ შორის: ვებ-გვერდზე www.jinsa.org, საერთაშორისო უსაფრთხოების საქმეების ჟურნალში, მონოგრაფებში და კონფერენციებზე.

სახელმწიფო უსაფრთხოების საქმეების ებრაული ინსტიტუტი საქართველოს ეხმარება სხვადასხვა საკითხში. ორგანიზაციის ერთ-ერთი დირექტორი საქართველოს 2008 წლის ომიდან მოკლედ პერიოდში ესტუმრა და მხარი დაუჭირა. დირექტორების ვიზიტი გაცნობით ხასიათს ატარებდა. ისინი შეხვდნენ ებრაული საზოგადოების ლიდერებს, ამერიკელ დიპლომატებსა და ქართველ სახელმწიფო მოხელეებს. მათ ასევე მოინახულეს მცხეთა, წეროვანი და გორი.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.