X

შეხვედრები და დისკუსიები

„შავი ზღვის სამშვიდობო ქსელის“ შეხვედრა

2009 / 11 / 13

2009 წლის 13 ნოემბერს, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში გაიმართა „შავი ზღვის სამშვიდებო ქსელში“ ჩართულ ქართველ ექსპერტთა მეორე შეხვედრა. პროექტი ხორციელდება კრიზისების მართვის ინიციატივასთან თანამშრომლობით, ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით. პროექტის მიზანია შავი ზღვის რეგიონში თვითმმართველი სამოქალაქო საბჭოების ჩამოყალიბება, რომლებიც შეიმუშავებენ რეკომენდაციებს კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტისა და რეგიონული თანამშრომლობის შესახებ. პროექტის სტრუქტურა უზრუნველყოფს ამ პროცესში საზოგადოების ჩართულობას.

შეხვედრაზე პრეზენტაცია გამართა ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის ორმა წარმომადგენელმა: ივლიანე ხაინდრავამ (რესპუბლიკური ინსტიტუტი), თურქულ-სომხური ურთიერთობებზე და ნაირა ბეპიევმა (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი), ოსთა განათლების საკითხებზე.

პრეზენტაციების შემდეგ ექსპერტთა შორის გაიმართა დისკუსია. განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: საქართველოს სატარიფო პოლიტიკა სომხეთის მიმართ; ლარსის გამშვები პუნქტის გახსნის დადებითი და უარყოფითი მხარეები; სომხეთისა და თურქეთის მოსახლეობის დამოკიდებულებები და მოსაზრებები აღნიშნულ პროცესებზე; აზერბაიჯანის დამოკიდებულება სომხურ-თურქული ურთიერთობებისადმი; სიტუაცია დაბა ზნაურში: განათლების საკითხები, სახელმძღვანელოების ნაკლებობა ოსურ ენაზე და საქართველოში ოსურ ენაზე სწავლების მიზანშეწონილობა.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.