X

შეხვედრები და დისკუსიები

დისკუსია თემაზე: ”2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდგომი ვითარება საქართველოსა და მის მეზობელ ქვეყნებში”.

2010 / 11 / 02

2010 წლის 2 ნოემბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში გაიმართა გაერთიანებული სამეფოს ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენელთა შეხვედრა ქართველ ექსპერტებთან. შეხვედრაში ბრიტანელთა მხრიდან მონაწილეობდნენ: ენდრიუ ბრინკლი ((Policy Exchange), იანა კობზოვა (European Council of Foreign Relations) და თომას ვალაშეკი (Center for European Reform), ხოლო ქართული მხრიდან: ალექსანდრე რონდელი (GFSIS), არჩილ გეგეშიძე GFSIS), ვასილ ჭყოიძე (საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატი), ანდრო ბარნოვი (სტრატეგიისა და განვითარების ინსტიტუტი) და ლევან ცუცქირიძე (ჰოლანდიის მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტი). მონაწილეებმა შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდგომ საქართველოსა და მის მეზობლად შექმნილი ვითარება, ქვეყნის წინაშე მდგარი საგარეო და საშინაო პოლიტიკა, ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებული გამოწვევები და შესაძლებლობები.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.