X

შეხვედრები და დისკუსიები

საქართველოში შვეიცარიის ელჩის გიუნტერ ბეხლერის საჯარო ლექცია

2011 / 10 / 20

2011 წლის 20 ოქტომბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში ჩატარდა საქართველოში შვეიცარიის ელჩის, მისი აღმატებულება დოქტორ გიუნტერ ბეხლერის საჯარო ლექცია თემაზე: ”შვეიცარია და დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების განვითარება: გაკვეთილები საქართველოსთვის?”

ლექციაზე გ. ბეხლერმა განიხილა შვეიცარიის დემოკრატიული სისტემის ძირითადი პრინციპები. მან განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო შვეიცარიის ფედერალურ სისტემას, იმ შესაძლებლობებს, რაც საშუალებას იძლევა, რომ შენარჩუნდეს მშვიდობა, სტაბილურობა და დაცული იყოს ადამიანის უფლებები. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ პრობლემების მოგვარება ხდება ძალაუფლების გადანაწილების გზით თანამშრომლობისა და ურთიერთშეთანხმების შედეგად, დემოკრატიის დაცვა კი ხდება თვით დემოკრატიის გაღრმავებით. 

განხილულ საკითხთა შორის ერთ-ერთი იყო უმცირესობების საკითხი. გ. ბეხლერმა განმარტა და მიმოიხილა ამ საკითხისა და მოქალაქეობის პრობლემისადმი შვეიცარიული მიდგომა (პოლიტიკური და არა კულტურული ნიშნით). ხაზი გაუსვა, აგრეთვე, დემოკრატიისა და პლურალიზმის სფეროში შვეიცარიის გამოცდილების მნიშვნელობას საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის.

 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.