X

შეხვედრები და დისკუსიები

სემინარი ახალქალაქში მასმედიის შესახებ

2012 / 02 / 25

2012 წლის 25 თებერვალს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის რეგიონულ ოფისში, ქ.ახალქალაქში (სამცხე-ჯავახეთი), ჩატარდა ლექცია თემაზე - მედია.  ლექციას ესწრებოდნენ ადგილობრივი თემის, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და ადგილობრივი საჯარო უწყებების წარმომადგენლები. პრეზენტაციას უძღვებოდა გუგა სულხანიშვილი, ილიას უნივერსიტეტისა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ლექტორი. 
ლექციაზე მომხსენებელმა მსმენელებს გააცნო სიტყვა მედიის განსაზღვრება, ხაზი გაუსვა,  მედიის გავლენასა და მნიშვნელობას. ისაუბრა ავტორიტარული ქვეყნების მედია საშუალებებსა და მედიაზე საქართველოში.  

ტრენინგი ჩატარდა პროექტის - ეროვნული ინტეგრაცია და ტოლერანტობა საქართველოში - ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მოქალაქეებს შორის ერთიანი ხედვის ჩამოყალიბებას, ასევე - დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპებზე დაყრდნობით ეროვნული ინტეგრაციის ხელშეწყობას. 

პროექტი სამი კომპონენტისაგან შედგება და ხორციელდება საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ახალქალაქის ოფისში. ლექცია მედიის თემაზე არის პროექტის მეორე კომპონენტის ნაწილი, რომელიც მოიცავს ზოგადი განათლების გასაუმჯობესებელ სალექციო კურსებს.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.