X

შეხვედრები და დისკუსიები

საჯარო ლექცია "შესაძლებელია კი სტრატეგია? - ირანი, არაბული გაზაფხული და ამერიკის საგარეო პოლიტიკა”

2012 / 03 / 06

2012 წლის 6 მარტს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში ჩატარდა ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორის როს ჰარისონის საჯარო ლექცია თემაზე ” შესაძლებელია კი სტრატეგია? - ირანი, არაბული გაზაფხული და ამერიკის საგარეო პოლიტიკა”. ლექციას ესწრებოდნენ ფონდის სხვადასხვა სასწავლო პრგრამის მონაწილეები და კურსდამთავრებულები, აგრეთვე მოწვეული ექსპერტები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. პროფ. ჰარისონმა წარმოადგინა 3-განზომილებიანი სტრატეგიის საკუთარი ხედვა და მისი გამოყენების შესაძლებლობები აშშ-ის  საგარეო პოლიტიკის შემუშავების პროცესში. რ. ჰარისონმა ”არაბული გაზაფხულის” შედეგებისა და ირანის ბირთვული პროგრამის შეკავების კონტექსტში განიხილა აშშ-ისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მისი მოკავშირეების წინაშე არსებული რისკები და მათზე რეაგირების შესაძლო სცენარები.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.