X

შეხვედრები და დისკუსიები

დისკუსია - ,ევროატლანტიკური უსაფრთხოების საზოგადოების ჩამოყალიბება”

2012 / 06 / 26

2012 წლის 26 ივნისს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა და კარნეგის ფონდმა საერთაშორისო მშვიდობისათვის ჩაატარეს საჯარო დისკუსია სახელწოდებით ,,ევროატლანტიკური უსაფრთხოების საზოგადოების ჩამოყალიბება”. დისკუსიის დროს განიხილეს ევროატლანტიკური უსაფრთხოების ინიციატივასთან და რეგიონის ქვეყნებს შორის უფრო შინაარსიანი და პროდუქტიული თანამშრომლობის პერსპექტივასთან დაკავშირებული საკითხები.

მომხსენებლები იყვნენ ჯეიმს ფ. კოლინსი - რუსეთის და ევრაზიის პროგრამის დირექტორი (CEIP), რენე ნიბერგი - ევროატლანტიკური უსაფრთხოების ინიციატივის კომისარი, არჩილ გეგეშიძე - საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი და  გიორგი ხელაშვილი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის კვლევის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. დისკუსიას ესწრებოდნენ საქართველოს სამეცნიერო საზოგადოებისა და  მთავრობის წარმომადგენლები და დიპლომატები.

 

 

 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.