X

შეხვედრები და დისკუსიები

ესტონელ ექსპერტთა ვიზიტი ჯავახეთსა და ქვემო ქართლში აზერბაიჯანელების ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში

2013 / 10 / 24

ესტონელ ექსპერტთა ვიზიტი ჯავახეთსა და ქვემო ქართლში აზერბაიჯანელების ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში

2013 წლის 23-26 ოქტომბერს, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა უმასპინძლა ესტონურ დელეგაციას  ეთნიკურად სომხებისა და აზერბაიჯანელების ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში. 

პროექტის მიზანს წარმოადგენს ეთნიკურად სომეხი და აზერბაიჯანელი უმცირესობების ჩართულობის გაზრდა ქართულ საზოგადოებაში, პოლიტიკის შემუშავებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში.  პროექტი ხორციელდება იან ტონისონის ინსტიტუტთან ერთად, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური ხელშეწყობით.  

დელეგაციის წევრები იყვნენ: ანელი კიმელი - ესტონეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სოფლის განვითარების დეპარტამენტის, ადგილობრივი ინიციატივების ბიუროს ხელმძღვანელი, კული ვოლმერი - ესტონეთის სოფლების მოძრაობა კოდუკანტის ხელმძღვანელი, კალე ჰამბურგი - ესტონეთის ფერმერთა გაერთიანების საბჭოს წევრი, ანდრუს ვილემი- იან ტონისონის ინსტიტუტის დირექტორი და კაურ სარვი - იან ტონისონის ინსტიტუტის განვითარების და თანამშრომლობის ცენტრის პროექტების მენეჯერი. 

სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში გამართულ შეხვედრებზე დელეგაციის წევრებმა გამართეს ჯგუფური დისკუსიები ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან სამომავლო პროექტებზე. სამცხე-ჯავახეთში ჯგუფური დისკუსიები ჩატარდა ფონდის რეგიონულ ოფისში.   

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.