X

შეხვედრები და დისკუსიები

ქართველ და რუს ექსპერტთა სამუშაო შეხვედრა სტამბოლში

2014 / 03 / 08

2014 წლის 6-8 მარტს ქ. სტამბოლში გაიმართა ქართველ და რუს ექსპერტთა შეხვედრა, რომელიც ორგანიზებული იყო საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის მიერ პროექტის ”ექსპერტები რუსულ-ქართული ურთიერთობის ნორმალიზაციის გზების ძიებაში” ფარგლებში. პროექტი  ხორციელდება ბრიტანეთის საელჩოს ფინანსური ხელშეწყობით.

პროგრამის მიზანია საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობისთვის ალტერნატიული არხის  გახსნა და გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველყოფაში წვლილის შეტანა.  პროექტის შედეგად ორივე ქვეყანაში შეიქმნება ნდობაზე ორიენტირებული ექსპერტების ჯგუფები. 

ორდღიანი შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს  რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები: კონფლიქტურ რეგიონებთან არსებული ახალი გამოწვევები, ჟენევის მოლაპარაკებები, აბაშიძე-კარასინის შეხვედრების ფორმატი, მითქმა-მოთქმა რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შესაძლო შეხვედრის შესახებ, სოჭის ოლიმპიადის გავლენა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე, აღმოსავლეთის პარტნიორობა და ”ასოცირების დღის წესრიგი”, უკრაინაში მიმდინარე მოვლენები, ნატოს სამიტი დიდ ბრიტანეთში, ოფიციალური თბილისის წინაშე არსებული გამოწვევები და მოლოდინი. 

ორდღიანი სამუშაო შეხვედრის ბოლო სესია დაეთმო პროექტის ფარგლებში მონაწილე ექსპერტების მიერ შემუშავებული ნაშრომების 10-წუთიან მოკლე წარდგენასა და შეკითხვებზე პასუხების გაცემას.

 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.