X

შეხვედრები და დისკუსიები

ლეგატუმის ინსტიტუტის მკვლევართა შეხვედრა ქართველ ექსპერტებთან

2014 / 03 / 19

2013 წლის 19 მარტს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა უმასპინძლა ლეგატუმის ინსტიტუტის მკვლევრებს  ენ აპელბაუმს, პიტერ პომერანცევს და იოვან რატკოვიჩს. ენ აპელბაუმი არის პოლონელ-ამერიკელი ჟურნალისტი და ისტორიკოსი,  The Economist -ის ყოფილი რედაქტორი და The Washington Post და Slate Magazine-ის  რედკოლეეგის წევრი, პულიცერის პრემიის ლაურეატი წიგნებისათვის: ”გულაგის ისტორია” (2003) და ”რკინის ფარდა, აღმოსავლეთ ევროპის დამორჩილება” (2012). პიტერ პომერანცევი არის ბრიტანელი ჟურნალისტი, პროდუსერი და მკვლევარი, ავტორი წიგნისა ”რუსეთი - პოსტმოდერნისტული დიქტატურა?” (2013). იოვან რატკოვიჩი, სერბეთის დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის მრჩეველი, სერბეთის პრეზიდენტის ყოფილი საგანგებო მრჩეველი და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის პაქტის ეროვნული კოორდინატორი. 

შეხვედრის თემა იყო ტოტალიტარული მენტალობა - როგორ შექმნა ის სტალინმა და როგორ შეგვიძლია მისი შეცვლა. შეხვედრა ცოცხალ დისკუსიაში გადაიზარდა. უცხოელმა სტუმრებმა დამსწრე საზოგადოებას გაუზიარეს თავინთი მოსაზრებები აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში არსებული ტოტალიტარიზმის შესახებ. ასევე გაუსვევს ხაზი ტოტალიტარიზმისათვის კულტურული ასპექტის მნიშვნელობას. ქართველმა ექსპერტებმა უცხოელ სტუმრებს გაუზიარეს თავინთი  წარმოდგენები და გამოცდილება საბჭოთა რეჟიმთან დაკავშირებით და გამოხატეს საკუთარი აზრი ტოტალიტარული მენტალობის შესახებ.

შეხვედრას უძღვებოდა გიორგი ბადრიძე, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის თანამშრომელი. 

 

 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.