X

შეხვედრები და დისკუსიები

საჯარო ლექცია - რუმინეთის ნატოში გაწევრიანება და პროგრამის - პარტნიორობა მშვიდობისთვის - 20 წლისთავი

2014 / 04 / 08

2014 წლის 8 აპრილს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში საჯარო ლექცია გაიმართა. მომხსენებლები იყვნენ გაბრიელ დავიდოი - რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიულ საქმეთა დეპარტამენტის გენერალური დირექტორი, უილიამ ლაჰიუ - ნატოს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი, ნატოს მოკავშირე ოფიცერი სამხრეთ კავკასიაში და თორნიკე ფარულავა - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე. საჯარო ლექციის თემა იყო რუმინეთის ნატოში გაწევრიანების ათწლიანი გამოცდილება და პროგრამის - პარტნიორობა მშვიდობისთვის - 20 წლისთავი.

ლექციაზე მრავალ საკითხზე ისაუბრეს, მათ შორის, ნატოს გაფართოების პერსპექტივებზე, სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოებაზე, უკრაინაში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებსა და რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიაზე. ასევე ნატოს სამშვიდობო ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობასა და წვლილზე.

ბატონმა ადრიან დავიდოიმ ნატოში რუმინეთის წევრობის ისტორიული ასპექტები და ქვეყნის ორგანიზაციაში გაწევრიანების გამოცდილება გააცნო დამსწრე საზოგადოებას. უილიამ ლაჰიუმ პროგრამაზე - პარტნიორობა მშვიდობისთვის - გაამახვილა ყურადღება და პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის მის მნიშვნელობაზე ისაუბრა. თორნიკე ფარულავამ კი საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივები განიხილა. მოხსენებათა დასრულების შემდეგ სტუმრებმა აუდიტორიის შეკითხვებს უპასუხეს.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.