X

შეხვედრები და დისკუსიები

მრგვალი მაგიდა - "რას მოუტანს საქართველოს გაზის სამხრეთ კორიდორის განვითარება"

2014 / 04 / 22

2014 წლის 22 აპრილს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში, ფონდისა და კასპიის ზღვის რეგიონის  სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის (სტამბოლი, თურქეთი) ინიციატივით  გაიმართა ნახევარდღიანი მრგვალი მაგიდა თემაზე:  რას მოუტანს საქართველოს გაზის სამხრეთ კორიდორის განვითარება.  

სემინარი გახსნა საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტმა ალექსანდრე რონდელმა და კასპიის ზღვის რეგიონის  სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის გენერალურმა მდივანმა ჰალდუნ იავასმა.  

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საექსპერტო წრეების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების, ასევე,  საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა.  

პირველი სესია დაეთმო საქართველოსა და კავკასიისათვის გაზის სამხრეთ  კორიდორის გეოსტრატეგიულ მნიშვნელობას (მომხსენებელი - პროფესორი მესუტ ჰაკი ქასინი, ინსტიტუტის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების ცენტრის უფროსი მეცნიერ-მკვლევარი) და გაზის სამხრეთ კორიდორის მნიშვნელობას ევროპის ენერგეტიკული მომავლისთვის და საქართველოსთვის ეკონომიკურ სარგებელს - მომხსენებელი იყო პროფესორი ფატიჰ მაციტი, კასპიის ზღვის რეგიონის  სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის ენერგეტიკისა და ეკონომიკის ცენტრის უფროსი მეცნიერ-მკვლევარი.  

მეორე სესიის მსვლელობისას საქართველოს ყოფილმა ელჩმა  დიდ ბრიტანეთში, ამჟამად საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსმა მეცნიერ-მკვლევარმა გიორგი ბადრიძემ ისაუბრა გაზის სამხრეთ კორიდორში საქართველოს როლზე, ხოლო მეორე მომხსენებელმა, ორბელიანის სახელობის სტრატეგიისა და ენერგეტიკული პოლიტიკის კვლევების  ცენტრის  ექსპერტმა ლიანა ჯერვალიძემ ილაპარაკა გაზის სამხრეთ კორიდორზე ცვალებადი გეოპოლიტიკული ლანდშაფტის პირობებში.     

შეხვედრა საინტერესო კითხვა-პასუხითა და დისკუსიით დასრულდა. 

 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.