X

შეხვედრები და დისკუსიები

გაცნობითი ხასიათის ტური სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის

2015 / 07 / 14

2015 წლის 13-14 ივლისს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთოებების კვლევის ფონდის ორგანიზებით თბილსში მოეწყო სასწავლო ვიზიტი სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის.

ეთნიკურად სომეხი და აზერბაიჯანელი უმცირესობების წარმომადგენლები შეხვდნენ ევრო ატლანტიკური ინტეგრაციის მინისტრის პირველ მოადგილეს არჩილ ყარაულაშვილს, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს  - გუგული მაღრაძეს, თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს - პროფესორ ვლადიმერ პაპავას და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებს.

პროექტის მონაწილეები ასევე ჩაერთვნენ მრგვალი მაგიდის დისკუსიაში ამერიკის საელჩოს, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდისა და ფოდნი ღია საზოგადოება - საქართველოს წარმომაგნელებთან ერთად, რომელებმაც აუდიტორიას წარუდგინეს  თავიანთი პროგრამებისა და საგრანტო კონკურსების შესახებ ინფორმაცია.

გაცნობითი ტური მოეწყო პროექტის „ევროინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა საქართველოს ქვემო-ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაში“ ფარგლებში, რომელიც განხორციელდა ჯაან ტონისონის ინსტიტუტთან თანამშრომლობით და დაფინანსდა ესტონეთის განვითარების თანამშრომლობის მიერ. 

 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.