X

შეხვედრები და დისკუსიები

შეხვედრა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია "ფიჩის" წარმომადგენლებთან

2015 / 09 / 09

2015 წლის 9 სექტემბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ფინანსური სტაბილურობისა და კონკურენტუნარიანობის ცენტრის დირექტორი, პროფესორი მერაბ კაკულია შეხვდა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია "ფიჩის"   წარმომადგენლებს - ალექს მასქითელის და საგრიკა ჩანდრას.

შეხვედრაზე განიხილეს ქვეყანაში არსებული მაკროეკონომიკური ვითარება, კერძოდ, ეკონომიკური ზრდის, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის, საგარეო ვალის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების და ბიუჯეტის დეფიციტის პარამეტრები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მეზობელი და სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების მაკროეკონომიკურ ტენდენციებს და მათთან დაკავშირებულ რისკებს.

 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.