X

შეხვედრები და დისკუსიები

შეხვედრა ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლებთან

2015 / 11 / 19

2016 წლის 19 ნოემბერს  საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში გაიმართა უფროსი მეცნიერ-თანამშრომლების შეხვედრა ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისის ხელმძღვანელთან - დოქტორ დიტმარ დირმოსერთან და რეგიონალურ კოორდინატორთან ქ-ნ იულია ბლეზიუსთან.

ფინანსური სტაბილურობისა და კონკურენტუნარიანობის კვლევის ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა მერაბ კაკულიამ და ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა კახა გოგოლაშვილმა გერმანელ სტუმრებთან ერთად მიმოიხილეს ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური ვითარება: ეკონომიკური ზრდის ტემპები, უცხოური ინვესტიციების მოზიდვის პერსპექტივები, დასაქმების შესაძლებლობები და ქვეყნის საექსპორტო პოტენციალი.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განხორციელების შესაძლებლობებს და მოსალოდნელ სოციალურ-ეკონომიკურ სარგებელს. ბ-ნი კახა გოგოლაშვილის თქმით, აღნიშნული შეთანხმებით გათვალისწინებული მექანიზმები საქართველოს საშუალებას აძლევს გამოიყენოს რეგიონული პოტენციალი ეკონომიკური ზრდისა და სოციალური ტრანსფორმაციისთვის.

შეხვედრაზე  დაისახა საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდისა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. გერმანელმა სტუმრებმა აღნიშნეს, რომ მზად არიან ჩაერთონ  ეკონომიკური  ანალიზის თემაზე გამართულ ფართო საზოგადოებრივ დისკუსიებში და  ქართველ კოლეგებს თავიანთი მოსაზრებები და რეკომენდაციები გაუზიარონ.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.