X

შეხვედრები და დისკუსიები

საინფორმაციო სემინარი მარნეულში ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შესახებ

2015 / 12 / 16

2016 წლის 16 დეკემბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა მარნეულის ახალგაზრდულ ცენტრში (ქვემო ქართლი) გამართა ლექცია მარნეულის საჯარო სკოლების მე-11-მე-12 კლასების ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსწავლეებისთვის. ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა კახა გოგოლაშვილმა მოსწავლეებთან ილაპარაკა ვიზალიბერალიზაციის საკითხებსა და სირიის კრიზისთან დაკავშირებით ევროკავშირის გამოწვევებზე.

საინფორმაციო სემინარი ჩატარდა ფონდის მიერ ორგანიზებული სალექციო სერიების ფარგლებში, რომლებიც ევროკავშირის თემატიკაზე იმართება ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში. 

ამ სემინარების მიზანია საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებს მეტი ინფორმაცია მიაწოდოს ზოგადად ევროკავშირზე,  ევროინტეგრაციის პროცესსა და ამ მიმართულებით არსებულ სამომავლო პერსპექტივებზე, ამ გზით ხელი შეუწყოს სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებში  თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპების შესაბამისად, ქართული სახელმწიფოს შესახებ ერთიანი ხედვის ჩამოყალიბებასა და ეროვნული ინტეგრაციის პროცესის პოპულარიზაციას.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.