X

შეხვედრები და დისკუსიები

მრგვალი მაგიდა საქართველოში რეგიონალიზმისა და ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ

2003 / 12 / 12

2003 წლის 12 დეკემბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ორგანიზებით საერთაშორისო IDEA- სთან საერთო ჩარჩო პროექტის  ფარგლებში გაიმართა დისკუსია.

მოწვეულმა მომხსენებლმა, დავით ლოსაბერიძემ მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტიდან და ფონდის სტუდენტებმა - სხვადასხვა სამთავრობო სააგენტოების წარმომადგენლებმა, განიხილეს საქართველოში რეგიონალიზმისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხები.

დავით ლოსაბერიძის აზრით, რეგიონებში თვითმმართველობის საკითხთან დაკავშირებული სიტუაცია არასაიმედოა. თვითმმართველობის ინსტიტუტის იმპლემენტაციის მიუხედავად, რეგიონალური პრობლემების აღმოფხვრა ვერ მოხერხდა და რეგიონებში მდგომარეობა უცვლელია. მან თავის განხილვაში ხაზი გაუსვა მიუხდავად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს არ აქვთ შესაძლებლობა პრაქტიკაში განახორციელონ მთავარი ფუნქციები.  მან აღნიშნა, რომ ამის მიზეზი არის ბიუროკრატიული აპარატი -ცენტრიდან მართული ცენტრალიზებული პოლიტიკა და არაკვალიფიციური ადგილობრივი პერსონალი.

სტუდენტებმა და მოწვეულმა მომხსენებლმა ასევე განიხილეს ლოკალური ბიუჯეტის საკითხი. დავით ლოსაბერიძის რეკომენდაცია ითვალისწინებდა ლოკალურ ბიუჯეტზე კანონის შემოღებას და იმპლემენტაციას. მისი მოსაზრებით, ცენტრალური ბიუჯეტი ლოკალური ბიუჯეტების საერთო რაოდენობას უნდა შეადგენდეს.

შეხვედრის დასასრულს დისკუსია რეგიონების დაახლოების შესაძლებლობას შეეხო.

2003 წლის ნოემბერს საქართველოს  სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდისა და საერთაშორისო IDEA- ს ორგანიზებით დაიწყო დისკუსიათა სერია - ”საქართველოში დემოკრატიის მშენებლობა”. პროექტის ფარგლებში მომავალში დაგეგმილია სხვადასხვა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხებზე კიდევ შვიდი დისკუსიის გამართვა.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.