X

შეხვედრები და დისკუსიები

პანელური დისკუსია - „რუსეთის საინფორმაციო და კიბერომის საფრთხეები“

2016 / 07 / 21

2016 წლის 21 ივლისს, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ორგანიზებით პანელური დისკუსია „რუსეთის საინფორმაციო და კიბერომის საფრთხეები" გაიმართა. 
პანელური დისკუსიაზე იმსჯელეს ისეთ საკითხებზე როგორიცაა ევროკავშირის სტრატეგიული კომუნიკაცია, რუსეთის საინფორმაციო და კიბერ ომი, ასევე ხაზი გაესვა ანტიდასავლურ პროპაგანდასთან ბრძოლას, რუსეთის დოქტრინას, მიმდინარე მოვლენებს, შესაძლო სამომავლო ტენდენციებს, დასავლეთის ინფრასტრუქტურისადმი ინტერესის ზრდას, სამხედრო კიბერ ჯარის ფორმირებას, რუსეთის ინტერესების დასაცავად არასახელმწიფო აქტორების როლსა და სხვა. 
დისკუსიას უხელმძღვანელა საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა გიორგი თარგამაძემ. მომხსენებელთა შორის იყვნენ საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის პროექტის მენეჯერი მიკოლაჟ ბეკასიაკი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძე და კიბერუსაფრთხოების პროფესორი (Utica College, NY) და უფროსი მეცნიერ-თანამშეომელი(GFSIS) ხათუნა მშვიდობაძე.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ექსპერტები, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. 
დისკუსიის დასასრულს გაიმართა კითხვა პასუხის რეჟიმი მომხსენებლებსა და აუდიტორიას შორის.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.