X

შეხვედრები და დისკუსიები

კოალიცია ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის დაფუძნდა

2016 / 09 / 05

2016 წლის 5 სექტემბერს 21 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლმა ხელი მოაწერა ერთობლივ დეკლარაციას კოალიცია ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის დაფუძნების შესახებ. კოალიციის დამფუძნებელ ორგანიზაციებს შორისაა საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი.

კოალიციის მიზანი თავისუფალი, დამოუკიდებელი, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სრულ პატივისცემაზე დაფუძნებული, ეფექტიანი დემოკრატიული ინსტიტუტების მქონე სახელმწიფოს მშენებლობაა.

წევრი ორგანიზაციები მჭიდროდ ითანამშრომლებენ ერთმანეთთან საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში სრული ინტეგრაციის მხარდასაჭერად.

პრეზენტაციას სამთავრობო უწყებების, პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.