X

შეხვედრები და დისკუსიები

ვივიან უოლკერის შეხვედრა და ლექცია

2016 / 09 / 12

2016 წლის 12 სექტემბერს, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში გაიმართა შეხვედრა ვაშინგტონის ომის ეროვნულ კოლეჯში ეროვნული უსაფრთხების სტრატეგიის პროფესორ ვივიან უოლკერსა და ფონდის პრეზიდენტ ეკატერინე მეტრეველსა და უფროს მეცნიერ-თანამშრომლებს გიორგი ბადრიძეს, ნოდარ ხარშილაძეს, შოთა უტიაშვილს, კახა გოგოლაშვილსა და გიორგი თარგამაძეს შორის.

შეხვედრის მიზანი იყო დისკუსიის წარმართვა ისეთი საკითხების შესახებ, როგორებიცაა საქართველოს საპასუხო ქმედებები რუსეთის მიზანმიმართული დეზინფორმაციული კამპანიის წინააღმდეგ, ასევე რუსეთის პროპაგანდის საპირისპირო სარწმუნო, ინფორმაციის შემუშავებასა და გავრცელებაში საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო სექტორისა და აკადემიური წრეების ძალისხმევა.

მოგვიანებით, პროფესორმა უოლკერმა ლექცია წაუკითხა სასწავლო პროგრამის -„ეროვნული უსაფრთხოება და საჯარო პოლიტიკა“ მონაწილეებს თემაზე - „კომპლექსურ საინფორმაციო გარემოში მოკლევადიანი ადვოკატირება: ბენგაზის მაგალითი“.

ლექციის დასრულების შემდგეგ გაიმართა დისკუსია.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.