X

შეხვედრები და დისკუსიები

პოლიტიკური დებატები: უსაფრთხოების სექტორის რეფორმა

2016 / 09 / 21

2016 წლის 16 სექტემბერს სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში “კოალიცია ევრო-ატლანტიკური საქართველოსთივის” ორგანიზებით გაიმართა პოლიტიკური დებატები სახელწოდებით - “არჩევნები 2016 - უსაფრთხოების სექტორის რეფორმა”. აღნიშნულ დებატებში მონაწილეობა მიიღეს საპარლამენტო არჩვნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა და წარმომადგენლებმა. შეხვედრის ფარგლებში, მათ ამომრჩევლებს წარუდგინეს საკუთარი ხედვა ეროვნული უსაფრთხოების სექტორის განვითარებასა და რეფორმირებასთან დაკავშირებით. ასევე განიხილეს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საქტორის მდგომარეობა და მათი სამომავლო რეფორმები უსაფრთხოების მიმართულებით. 
დებატები კონკრეტულად სამი ძირითად მიმართულებით განვითარდა. მათ შორის:
ეროვნული უსაფრთხოების სექტორის რეფორმა, მასთან დაკავშირებული საკანონმდებლო, ინსტიტუციური და დემოკრატიული კონტროლის საკითხები; შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ტრანსფორმაციის პერსპექტივები; საქართველოს თავდაცვის სექტორის რეფორმა, შეიარაღებული ძალების ნატოსთან თავსებადობის ხარისხი და ქართული ჯარის მოდერნიზაციის პერსპექტივები.
შეხვედრაზე “კოალიცია ევრო-ატლანტიკური საქართველოსთივის” წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლება, როგორებიცაა საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი, საქართველოს ატლანტიკური საბჭო და საერთაშორისო გამჭირვალობა ასევე დამსწრე ექსპერტებმა და აკადემიური წრის წევრებმა ისაუბრეს უსაფრთხოების სექტორში არსებულ მდგომარეობაზე, პრობლემებსა და გამოწვევებზე.
დებატებს ასევე ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის და მედიის წარმომადგენლებიც. 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.