X

შეხვედრები და დისკუსიები

დისკუსია - პანკისში რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობათა ჩართულობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში

2016 / 09 / 28

2016 წლის 28 სექტემბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდისა და საქართველოში ამერიკის საელჩოს ორგანიზებით გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე - პანკისში რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობათა ჩართულობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
შეხვედრა მიზნად ისახავდა უმცირესობების საკითხებზე მომუშავე დაინტერესებული მხარეების შეკრებას და პანკისში, აჭარასა და რელიგიური უმცირესობებით დასახლებულ სხვა რეგიონებში არსებული პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ მსჯელობას. 
ღონისძიებაზე მოხსნებით წარსდგა ჟურნალისტი და მწერალი ტომას გოლცი, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას გაუზიარა ჩეჩნეთსა და პანკისში მიღებული გამოცდილება. 
შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია მონაწილეებსა და მომხსენებელს შორის.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.