X

შეხვედრები და დისკუსიები

საჯარო ლექცია ახალქალაქში რეგიონული გამოწვევებისა და საფრთხეების შესახებ

2016 / 11 / 29

2016 წლის 29 ნოემბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ორგანიზებით ახალქალაქის რეგიონულ ოფისში გაიმართა საჯარო ლექცია ეთნიკურად სომეხი მოსახლობისთვის თემაზე - „რეგიონული გამოწვევები და საფრთხეები“.

 ლექციას ხელმძღვანელობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი დავით დარჩიაშვილი. ლექციაზე მან ისაუბრა რეგიონული პოლიტიკის, სომხეთსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობებისა და რელიგიის როლის შესახებ.

საჯარო ლექცია-დისკუსია ჩატარდა ფონდის მიერ ორგანიზებული სალექციო შეხვედრების ფარგლებში, რომელიც ქვეყნისათვის მნიშვნელოვან საკითხებს ეთმობა. ლექციები გამიზნულია ხელი შეუწყოს ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების პროფესიული შესაძლებლობების ზრდას, ქართული სახელმწიფოს შესახებ მათი ერთიანი ხედვის ჩამოყალიბებას, მიუხედავად მათი ეთნიკური წარმომავლობისა, და ეროვნული ინტეგრაციის პროცესის პოპულარიზაციას თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპების შესაბამისად. ამ ტიპის შეხვედრები დაეხმარება ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღონ ქვეყანაში მიმდინარე სასიკეთო ცვლილებებისა და გაძლიერების პროცესებში.

 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.