X

შეხვედრები და დისკუსიები

დისკუსია ახალქალაქში საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების შესახებ

2016 / 12 / 22

2016 წლის 21 დეკემბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ორგანიზებით ახალქალაქის რეგიონულ ოფისში გაიმართა პრეზენტაცია ეთნიკურად სომეხი მოსახლეობისთვის თემაზე „საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმება".

პრეზენტაციას უძღვებოდნენ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში  საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე არჩილ ყარაულაშვილი და სტრატეგიული კვლევების რეგიონული ცენტრის დირექტორი მიხეილ მირზიაშვილი. მომხსენებლებმა მოკლედ მიმოიხილეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობა, ისაუბრეს ასოცირების შეთანხმების მიზნების, სტრუქტურისა და თანამშრომლობის სფეროების და მისი დადებითი მხარეების შესახებ. ცალკე საკითხად იქნა განხილული სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესის მიღწევები.

აღნიშნული დისკუსია ორგანიზებულია პროექტის - „საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ცნობიერების ამაღლება ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში“ - ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს  საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი, საქართველოში  რუმინეთის საელჩოსა და  ნატოს საკონტაქტო საელჩოს მხარდაჭერით.

პროექტის მიზანია ნატოსა და ევროკავშირის შესახებ  ლექციების ციკლის გამართვა საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის სამცხე-ჯავახეთში ახალქალაქის რეგიონულ ოფისსა  და ქვემო ქართლში, მარნეულის ახალგაზრდულ ცენტრში.

რეგიონში ჩატარებული ლექციებით გახდება საქართველოს ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებმა მათთვის გასაგები ენითა და ფორმით მიიღონ  სწორი ინფორმაცია ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, რათა შეიცვალოს დასავლეთთან დაკავშირებით მოსახლეობაში დამკვიდრებული მცდარი სტერეოტიპები და კარგად დაინახონ იმ ეკონომიკური და სოციალური შედეგების სიკეთე, რასაც მოიტანს დასავლეთთან ინტეგრაცია. ამასთან, პროექტი წარმოადგენს  ევროატლანტიკური ინტეგრაციისაკენ საქართველოს სახელმწიფოს სწრაფვის კიდევ ერთი დადასტურებას.

 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.