X

შეხვედრები და დისკუსიები

საჯარო სემინარი „პოლიტეკონომიური საუბრები ვლადიმერ პაპავასთან“

2017 / 06 / 29

2017 წლის 29 ივნისს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში (რონდელის ფონდი) გაიმართა საჯარო სემინარი „პოლიტეკონომიური საუბრები ვლადიმერ პაპავასთან“  თემაზე - „ინფლაციის მაჩვენებლის მოდიფიკაციები და მათი საქართველოსთვის გამოყენების მიზანშეწონილობა“.

სემინარს უძღვებოდა რონდელის ფონდის გამოყენებითი ეკონომიკის კვლევის ცენტრის დირექტორი პროფესორი ვლადიმერ პაპავა. მომხსენებელმა ისაუბრა საქართველოს მაგალითზე ინფლაციის ტრადიციული მაჩვენებლის ასპექტების შესახებ, რომელსაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება განვითარებად, განსაკუთრებით კი, ღარიბ ქვეყნებში, ასევე განიხილა „ინფლაციის თარგეთირების“ დადებითი გამოცდილება და მასთან დაკავშირებული კრიტიკული მოსაზრებები და სხვა.

პრეზენტაციის დასასრულ, მომხსენებელმა უპასუხა აუდიტორიის მიერ დასმულ შეკითხებს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, აკადემიური წრის წარმომადგენლები, ასევე ახალგაზრდა მკვლევრები და სტუდენტები.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.