X

შეხვედრები და დისკუსიები

საჯარო დისკუსია „იაპონიის დიპლომატია და გეოსტრატეგიული მიზნები“

2018 / 03 / 07

2018 წლის 7 მარტს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში გაიმართა საჯარო დისკუსია „იაპონიის დიპლომატია და გეოსტრატეგიული მიზნები“, რომელსაც უძღვებოდა ტოკიოს კეიოს უნივერსიტეტის პროფესორი და იაპონიის მოქმედი პრემიერ-მინისტრის შინძო აბეს სპეციალური მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხში ტომოჰიკო ტანიგუჩი.

დისკუსიის მომხსენებელი წარადგინეს რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის  დირექტორმა კახა გოგოლაშვილმა და ლევან მიქელაძის ფონდის დირექტორმა არჩილ გეგეშიძემ.

პროფესორმა ტანიგუჩიმ ისაუბრა იაპონიის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებსა და საქართველო-იაპონიის  ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობებზე.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლები.

დისკუსია ჩატარდა რონდელის ფონდის, ლევან მიქელაძის ფონდისა და საქართველოში იაპონიის საელჩოს ერთობლივი ორგანიზებით.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.