X

შეხვედრები და დისკუსიები

საჯარო დისკუსია "საქართველოს მკვიდრი ქალები სირიისა და ერაყის კონფლიქტებში"

2019 / 01 / 24

2019 წლის 23 იანვარს რონდელის ფონდის ორგანიზებით გაიმართა საჯარო დისკუსია „საქართველოს მკვიდრი ქალები სირიისა და ერაყის კონფლიქტებში“.

რონდელის ფონდის მკვლევარმა ალექსანდრე კვახაძემ და პანკისის ხეობაში  სკოლის პედაგოგმა - ლუიზა მუთოშვილმა განიხილეს საქართველოში მკვიდრი ქალების გადაადგილება შუა აზიის მიმართულებით და მათი მონაწილეობა სირიისა და ერაყის კონფლიქტებში.

დისკუსია გაიმართა კვლევაზე დაყრდნობით, რომლის მიზანია აჩვენოს სირიის სამოქალაქო ომში საქართველოს მოქალაქე ქალების მონაწილეობის საკითხი.

დისკუსიის დასასრულს მომხსენებლემა უპასუხეს აუდიტორიის მიერ დასმულ შეკითხვებს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ მთავრობის, არასამთავრობო ორგანიზაციების, საერთაშორისო ორგანიზაციების, კვლევითი ინსტიტუტების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

კვლევა ხელმისაწვდომია ელექტრონულად ქართულად და ინგლისურად: https://www.gfsis.org/library/view/2679

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.