X

შეხვედრები და დისკუსიები

საჯარო დისკუსია "ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე გეოპოლიტიკური დინამიკა"

2019 / 01 / 30

29 იანვარს რონდელის ფონდში გაიმართა მორიგი საჯარო დისკუსია ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე გეოპოლიტიკური დინამიკის შესახებ.

დისკუსიის მომხსენებლები იყვნენ რონდელის ფონდის მკვლევარი ზურაბ ბატიაშვილი და ლევან ასათიანი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირანის ისლამურ რესპუბლიკაში (2004-2009), ხოლო მოდერატორი - ირაკლი მენაღარიშვილი, სტრატეგიული კვლევების ცენტრის თავმჯდომარე.

დისკუსიაზე მომხსენებლებმა იმსჯელეს ახლო აღმოსავლეთში არსებული დაძაბულობის, სირიაში სამხედრო-პოლიტიკური პროცესების, აშშ-ის ჯარების გასვლის, ასევე მეზობელი ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.