X

შეხვედრები და დისკუსიები

შეხვედრა მუსლიმ სასულიერო პირებთან

2019 / 06 / 20

პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის, რელიგიის სააგენტოს, სახალხო დამცველის ოფისის და პარლამენტის სხვადასხვა კომიტეტის წარმომადგენლებმა აჭარისა და გურიის მაღალმთიანი რაიონების სასულიერო პირებთან ერთად ადგილობრივი პრობლემები განიხილეს.

შეხვედრა პროექტ „ადგილობრივი მოსახლეობის მმართველობაში მონაწილეობა-ჩართულობის ხელშეწყობა მაღალმთიან გურიასა და აჭარაში“  ფარგლებში გაიმართა, რომელსაც რონდელის ფონდი 2018 წლის ნოემბრიდან დიდი ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით ახორციელებს. მისი მიზანია მაღალმთიან გურიასა და აჭარაში სამოქალაქო ინტეგრაციისა და რეგიონული განვითარების ხელშეწყობა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის გაზრდა.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.