X

შეხვედრები და დისკუსიები

გაფორმდა ხელშეკრულება რონდელის ფონდსა და აზერბაიჯანის საერთაშორისო ურთიერთობების ანალიზის ცენტრს შორის

2019 / 09 / 13

რონდელის ფონდი და აზერბაიჯანის საერთაშორისო ურთიერთობების ანალიზის ცენტრი თანამშრომლობასა და აკადემიურ გაცვლით საქმიანობაზე შეთანხმდნენ. 

შეთანხმებას ხელი მოაწერეს რონდელის ფონდის პრეზიდენტმა ეკატერინე მეტრეველმა და აზერბაიჯანის საერთაშორისო ურთიერთობების ანალიზის ცენტრის ხელმძღვანელმა ფარიდ შაფიევმა.

შეთანხმება ორგანიზაციებს შორის ერთობლივ კვლევებზე მუშაობასა და სასწავლო პროგრამების შემუშავებაში თანამშრომლობას გულისხმობს. პარტნიორობის ძირითად სფეროებს წარმოადგენს საერთაშორისო პოლიტიკა, სტრატეგიული კვლევები,  საერთაშორისო სამართალი, საგარეო-პოლიტიკური ურთიერთობები და სოციალური მეცნიერებები.

აზერბაიჯანის საერთაშორისო ურთიერთობების ანალიზის ცენტრი  2019 წლის თებერვლიდან არსებობს. ცენტრის მიზანია რეგიონში და მსოფლიოში არსებული ვითარების სიღრმისეული შესწავლა, ასევე საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხების საფუძვლიანი კვლევა.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.