X

შეხვედრები და დისკუსიები

დისკუსია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებთან

2019 / 10 / 28

2019 წლის 25 ოქტომბერს რონდელის ფონდში, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან პოლიტიკის საკითხებზე დისკუსიის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებთან გაიმართა დისკუსია საქართველოს საგარეო პოლიტიკის  შესახებ. შეხვედრას უძღვებოდა რონდელის ფონდის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ირაკლი მენაღარიშვილი.  

ფონდში მიმდინარე პროექტი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან პოლიტიკის საკითხებზე დისკუსიის ხელშეწყობა, მიზნად ისახავს საქართველოსა და რეგიონისათვის აქტუალურ საგარეო და საშინაო პოლიტიკის საკითხებზე ეკლესიის წარმომადგენლებთან შეხვედრებისა და მსჯელობის გამართვას და ამ გზით სამოქალაქო საზოგადოებასა და ეკლესიას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის (National Endowment for Democracy (NED)) ხელშეწყობით.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.