X

შეხვედრები და დისკუსიები

სასწავლო ტური ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის

2019 / 11 / 13

2019 წლის 11-12 ნოემბერს რონდელის ფონდის ორგანიზებით სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი 30 ახალგაზრდა ორდღიანი სასწავლო ტურის ფარგლებში, თბილისში რამდენიმე შეხვედრას დაესწრო.

11 ნოემბერს ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონების ახალგაზრდებს შეხვდა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ტუღუში და იმსჯელეს ეთნიკურ უმცირესობებს შორის პოლიტიკური ჩართულობის მნიშვნელობაზე. სასწავლო ტურის მონაწილეები ასევე შეხვდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელს, რომელმაც მონაწილეებს ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებული საგანმანათლებლო პროგრამები გააცნო.

12 ნოემბერს რონდელის ფონდში გაიმართა მრგვალი მაგიდა პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციების ლიდერებთან, სადაც მონაწილეებმა განიხილეს რეგიონებში არსებული პრობლემები და პოლიტიკურ პარტიებთან სამომავლო თანამშრომლობის საკითხები. შემდეგ თინა ღოღელიანმა, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, შერიგებისა და  სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სამოქალაქო თანასწორობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მონაწილეებს გააცნო სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.  

ვიზიტის დასასრულს შეხვედრა გაიმართა ორგანიზაციების NDI-ს, IRI-ს და ISFED-ის ხელმძღვანელებთან და წარმომადგენლებთან და იმსჯელეს საარჩევნო პროცესებისა და წინასაარჩევნო კვლევების შესახებ.

ორდღიანი სასწავლო ტური გაიმართა პროექტის „ეროვნული უმცირესობები პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობა მონაწილეობა უკეთესი მომავლისთვის“ ფარგლებში, ეუთოს ეროვნული უმცირესობების უმაღლესი კომისრის (HCNM) მხარდაჭერითა და აქტიური მონაწილეობით.   

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.