X

სიახლეები

ბოლო 24 საათი ახლო აღმოსავლეთში, 11 იანვარი

2019 / 12 / 09

ზურაბ ბატიაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი 

  • ირანმა აღიარა უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდების ფაქტი. თეირანმა მწუხარება გამოთქვა მომხდარის გამო და აღნიშნა, რომ დამნაშავეები მკაცრად დაისჯებიან;
  • უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ თვითმფრინავის ჩამოგდების გამო ირანისგან ბოდიშის მოხდა, დამნაშავეთა დასჯა და კომპენსაციის გადახდა მოითხოვა;
  • ვაშინგტონმა ირანს ახალი მკაცრი სანქციები დაუწესა. სანქციები შეეხება ტექსტილის, სამთო მრეწველობისა და მშენებლობის სფეროებს, ასევე ირანელ სამხედროებს. მოელიან, რომ სანქციების გამკაცრების შედეგად ირანი მილიარდობით დოლარს დაკარგავს;  
  • გარდაიცვალა ომანის სულთანი ქაბუს ბინ საიდ ალ საიდი, რომელიც 50 წლის განმავლობაში მართავდა ქვეყანას. ახალი სულთანი იქნება ჰაითამ ბინ თარიქ ალ საიდი, რომელმაც განაცხადა, რომ ქვეყანა საგარეო ასპარეზზე ნეიტრალიტეტის პოლიტიკას გააგრძელებს;
  • რუსეთი და ასადის რეჟიმი ინტენსიურ დაბომბვებს ახორციელებენ სირიის იდლიბის პროვინციაში გამაგრებული ოპოზიციისა და ჯიჰადისტების წინააღმდეგ. დაბომბვაში მოყვა იქ მდებარე თურქული სამხედრო სადამკვირებლო მისიაც. შედეგად დაიჭრა 1 თურქი სამხედრო მოსამსახურე;
  • ქ. ბაღდადსა და ერაყის სამხრეთ ქალაქებში გრძელდება ანტისამთავრობო საპროტესტო აქციები;
  • ლიბიაში აჯანყებულთა ძალები განაგრძობენ სამთავრობო ნაწილების შევიწროებას. მათ დაიკავეს დამატებითი ტერიტორიები (მათ შორის დედაქალაქ ტრიპოლიშიც, სადაც ქალაქის ცენტრიდან 5 კმ-ში იმყოფებიან). ანკარა მოსკოვს მოუწოდებს, ამ უკანასკნელმა ზეწოლა განახორციელოს აჯანყებულებზე, რათა მოხდეს ცეცხლის შეწყვეტა.
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.