X

სიახლეები

ბოლო 24 საათი ახლო აღმოსავლეთში, 13 იანვარი

2019 / 12 / 11

ზურაბ ბატიაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი 

  • ირანის ქალაქებში გრძელდება საპროტესტო აქციები. თეირანში უსაფრთხოების ძალებმა გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი და გახსნეს ცეცხლი. დემონსტრანტებს შორის არიან დაჭრილები;
  • აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ირანს ვერ ექნება ატომური იარაღი და ამ ქვეყნის ხელისუფლებას მოუწოდა არ დახოცოს საკუთარი მოქალაქეები;
  • სარაკეტო შეტევა განხორციელდა ერაყის ქ. ალ-ბალადის სამხედრო ბაზაზე, სადაც ამერიკელი სამხედროებიც არიან განთავსებული. ბაზაზე ჩამოვარდა “კატიუშას” ტიპის 8 რაკეტა. შედეგად დაიჭრა ამავე ბაზაზე განთავსებული 4 ერაყელი სამხედრო მოსამსახურე;
  • პროირანულმა სამხედრო დაჯგუფება “ჰეზბოლამ” განაცხადა, რომ მთელ ახლო აღმოსავლეთში იწყებს ოპერაციებს ამერიკელი სამხედროების რეგიონიდან გაძევების მიზნით;
  • აშშ-მა დაადასტურა, რომ მათ ჩაატარეს კიდევ ერთი ოპერაცია ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ყუდსის ძალების ერთ-ერთი ლიდერის აბდულ რეზა შაჰლაის წინააღმდეგ იემენში. თუმცა, იგი გადარჩა;
  • რუსეთის, თურქეთის, ლიბიის მთავრობისა და აჯანყებულების მონაწილეობით მოსკოვში იმართება მოლაპარაკებები, რომლის მიზანი ლიბიაში ცეცხლის შეწყვეტაა;
  • თურქეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ დააჩქარებს სტამბოლის არხის მშენებლობას, რომელსაც ააგებენ ბოსფორის სრუტის დასავლეთით და რომელიც ერთმანეთს დააკავშირებს შავ და მარმარილოს (შესაბამისად, ხმელთაშუა) ზღვებს.

 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.