X

სიახლეები

ბოლო 24 საათი სირიაში, 15 თებერვალი

2020 / 02 / 15

ზურაბ ბატიაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი 

  • 17 თებერვლისთვის ჩაინიშნა თურქეთისა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრა მოსკოვში. მოლაპარაკებების მთავარი თემა იდლიბში განვითარებული მოვლენები იქნება;
  • თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, თუ მხარეებს შორს ვერ მოხერხდა შეთანხმების მიღწევა მოსკოვში, მაშინ თურქეთი გადადგავს კონკრეტულ ნაბიჯებს იდლიბის პროვინციაში;
  • თურქეთი განაგრძობდა დამატებითი სამხედრო ტექნიკისა და ცოცხალი ძალის გადასროლას იდლიბის მიმართულებით. სხვადასხვა მონაცემებით, ამ რეგიონში თურქეთმა უკვე შეიყვანა დაახლოებით 3 000 ერთეული სამხედრო ტექნიკა და 25 000-მდე სამხედრო მოსამსახურე;
  • თურქეთმა ქ. ალეპოს დასავლეთით დააარსა დამატებითი ბლოკ-პოსტები, რისი მიზანიც ასადის რეჟიმის ძალების წინსვლის შეჩერებაა. არსებობს მოსაზრება, რომ ასადის რეჟიმი და რუსეთი შეეცდებიან თურქეთისა და ქ. იდლიბის დამაკავშირებელი გზის დაკავებას, რითაც გადაიჭრება ოპოზიციისა და თურქეთის დამაკავშირებელი უმთავრესი არტერია;
  • ასადის რეჟიმის ძალები განაგრძობდნენ დამატებითი დასახლებული პუნქტებისა და ტერიტორიების დაკავებას ქ. ალეპოს სამხრეთ-დასავლეთით;
  • რუსული სამხედრო ავიაცია განაგრძობდა ოპოზიციის ძალების დაბომბვას იდლიბის პროვინციის სხვადასხვა ადგილებში.

ინფორმაცია სირიაში მიმდინარე მოვლენებზე ყოველდღიურად ახლდება. გასული დღეების ცნობები შეგიძლიათ იხლოთ დაბლა.

 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.