X

სიახლეები

საქართველოს რესპუბლიკის კალენდარი - 1918-1921

2021 / 05 / 16

„საქართველოს რესპუბლიკის კალენდარი - 1918-1921“, რონდელის ფონდის (GFSIS) პროექტია, რომელიც 1918-1921 წლების დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის ყოველდღიურ ცხოვრებას ასახავს, 1918-1921 წლების დამოუკიდებელი საქართველოს პრესის მიხედვით.

კალენდრის მომზადების დროს, წყაროებად გამოყნებულია: „საქართველო“; „სახალხო საქმე“; „ერთობა“; „თეატრი და ცხოვრება“; „საქართველოს რესპუბლიკა“; „ხმა ქართველი ქალისა“; „ეშმაკის მათრახი“; „ბათომის ცხოვრება“ და კიდევ სხვა არაერთი გამოცემა.

დღეიდან, ყოველდღიურად, გამოქვეყნდება თითო მნიშვნელოვანი ამბავი (ქართულად facebook-ზე და ინგლისურად - twitter-ზე) რაც დაინეტერესებულ საზოგაოდებას საშუალებას აძლევს, თვალი მიადევნოს 1918-1921 წლების  დამოუკიდებელი საქართველოს ქრონიკას - მათ შორის ყველა იმ საკითხს, რაც 1918-1921 წლებში, საქართველოს რესპუბლიკის წარმატების, წუხილის, თუ ინტერესის სფეროს წარმოადგენდა.

გთავაზობთ პირველ ამონარიდს 1918 წლის 16 მაისს გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნებული სტატიიდან. თვალი ადევნეთ ფეისბუქის გვერდს ყოველდღიური სიახლეებისთვის.

No description available.

1918 წლის 16 მაისს გაზეთ „საქართველოს“ ფურცლებზე ვრცელი სტატიის - „დასავლეთი, სამხრეთი, თუ ჩრდილოეთი“ - დასკვნითი, III ნაწილი გამოქვეყნდა. ავტორი ისტორიკოსი, მწერალი და პუბლიცისტი - სიმონ ქვარიანი იყო.

ეს ამონარიდი სწორედ სიმონ ქვარიანს ეკუთვნის და საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე ათი დღით ადრე, იმ რთულ და არეულ დროში,  ქვეყნის მიერ ევროპისკენ სვლის ისტორიულ საფუძვლებს უსვამს ხაზს. ქვარიანი ისევე, როგორც გაზეთი „საქართველო“, ღიად საუბრობდა დამოუკიდებლობის გამოცხადების აუცილებლობასა და ევროპის, როგორც ქვეყნის ძველი და მომავალი პარტნიორის, საჭიროებაზე.

სტატიის ავტორი ყოვლისმომცველად  მიმოიხილავდა საქართველოს ისტორიულ კავშირებს ევროპასთან და სირთულეებს, რომლებიც ამ კავშირებს უშლიდა ძველად ხელს. სხვა ყველაფერთან ერთად, დიდი ყურადღება ეთმობოდა 1801 წლიდან რუსეთის მიერ წარმოებულ პოლიტიკას, რის შედეგადაც საქართველო მსოფლიოს რუკიდან თანდათან გაქრა.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.