X

სხვა

ფონდის წარმომადგენლების დაბრუნება ამერიკის შეერთებული შტატებიდან

2004 / 10 / 19

2004 წლის 15 ოქტომბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე რონდელი და თემურ იაკობაშვილი, ორკვირიანი სამუშაო ვიზიტის შემდეგ დაბრუნდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებიდან. ვიზიტის ფარგლებში ფონდის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი ეწვივნენ სახელმწიფო ოფისებს, უნივერსიტეტებს და ანალიტიკურ ცენტრებს, რომ განეხილათ უსაფრთხოებისა და დემოკრატიის საკითხები სამხრეთ კავკასიაში.

რონდელისა და იაკობაშვილის ვიზიტი მოიცავდა ვაშინგტონს (კოლუმბიის ოლქი), ნიუ ორკსა და ბოსტონს. ვაშინტონგში მათ მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა არაფორმალურ შეხვედრებსა და ოფიციალურ პრეზენტაციებში.  ისინი აგრეთვე ეწვივნენ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს, ბრუკინგსის ინსტიტუტს, RAND კორპორაციას და საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოს.

შეხვედრების დროს ფონდის დელეგაციამ აშშ-ის სახელმწიფო მოხელეებს, კოლეგ მეცნიერებსა და ანალიტიკური ცეტნრების მეცნიერ-თანამშრომლებს წარუდგინა მოკლე მოხსენება და ანალიზი საქართველოს ახალ მთავრობაზე და ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობაზე, რომ მიეწოდებინა მათთვის საჭირო ინფორმაცია, რომელსაც მომავალში კავკასიაში სხვადასხვა პროგრამების უკეთ განხორციელებისთვის ხელშეწყობა შეუძლია.

სამუშაო ვიზიტისას რონდელმა და იაკობაშვილმა რამდენიმე უნივერსიტეტსა და ინსტიტუტში წაიკითხეს ლექციები კავკასიაში უსაფრთოხების საკითხებზე, საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე და რუსეთის პოლიტიკაზე კავკასიაში. 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.