სხვა
სოფელ ნასაკირალში ახალი სკოლა გაიხსნა
2021 / 04 / 05
რონდელის ფონდი მოხარულია პროექტის - "ადგილობრივი მოსახლეობის მმართველობაში მონაწილეობა-ჩართულობის ხელშეწყობა მაღალმთიან გურიასა და აჭარაში" - შედეგებისა და წარმატების ხილვით. პროექტი 2019-2020 წლებში ბრიტანეთის საელჩოს კარგი მმართველობის ფონდის მხარდაჭერით მიმდინარეობდა.
ახალი სკოლის აშენება, პროექტის ფარგლებში ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებსა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს შორის ორგანიზებული დისკუსიების შედეგად გადაწყდა. მონაწილეებს შორის იყო პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონალურ საკითხებზე, სოზარ სუბარი. ამიერიდან, სოფელ ნასაკირალის ბავშვებს შეეძლებათ ახალი სკოლით სარგებლობა!