X

სხვა

იელის უნივერსიტეტის 2002 წლის საერთაშორისო სტიპენდიის პროგრამა

2002 / 12 / 27

2002 წლის 27 დეკმებერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ვიცე პრეზიდენტი, თემურ იაკობაშვილი დაბრუნდა აშშ-დან, სადაც მან წარმატებით გაიარა იელის უნივერსიტეტის 2002 წლის საერთაშორისო სტიპენდიის ერთ სემესტრიანი ( 2002 წლის სექტემბერი-დეკემბერი) პროგრამა. იელის უნივერსიტეტმა დაარსა საერთაშორისო სტიპენდიის პროგრამა , რომელიც დამწყებ ლიდერებს სხვადასხვა ქვეყნებიდან და კულტურებიდან სთავაზობს შესაძლებლობას გაიღრმავონცოდნა, დახვეწონ ნ უნარ-ჩვევები და დაამყარონ აუცილებელი კავშირები, რომელიც საჭიროა ლოკალური, ნაციონალური და გლობალური დონის საკითხების გადასაჭრელად.

თითოეული თაობა დგას მძიმე პრობლემების წინაშე, მაგრამ ჩვენს მზარდად გლობალიზირებულ სამყაროში ცვლილებების სისწრაფე თანამედროვე ლიდერობის გამოწვევებს გასნაკუთრებით დამთრგუნავს ხდის. მომავალ ათწლეულებში სულ უფრო მეტად მნიშვნელოვანი ღირებულება იქნება საზოგადო მიზნების სასმახურში გონიერი, ეფექტური ხელმძღვანელობა. ასეთილიდერების განვითარება თითოეული ქვეყნის პრიორიტეტი უნდა იყოს.   იმისათვის, რომ წამოეწია ხედვა ისეთი ადამიანების,  რომელთაც გაცნობიერებული აქვთ ხვალინდელი დღის გამოწვევები და საერთაშორისო თანამშრობლობის აუცილებლობა, იელის უნივერსიტეტმა დაარსა საერთაშორისო სტიპენდიის პროგრამა. 

 

http://www.yale.edu/worldfellows/

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.