X

სხვა

ახალი ინიციატივა

2013 / 05 / 02

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში საფუძველი ჩაეყარა ახალ ინიციატივას, რომლის ფარგლებშიც საქართველოში აკრედიტებული ელჩები და მისიების ხელმძღვანელები სტუმრად მოვლენ ფონდში და შეხვდებიან საექსპერტო საზოგადოებას სხვადასხვა საკითხის განსახილველად. ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, ელჩი ფილიპ ლეფორი იყო პირველი უცხოელი დიპლომატი, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ ინიციატივაში 2013 წლის 2 მაისს. შეხვედრაზე განიხილეს საზოგადოებისთვის საინტერესო და აქტუალური საკითხები. 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.