X

სხვა

ფონდმა საფუძველი ჩაუყარა ახალ ინიციატივას

2013 / 07 / 03

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა საფუძველი ჩაუყარა ახალ ინიციატივას, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში აკრედიტებული ელჩების  ექსპერტებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და ფონდის კურსდამთავრებულებთან შეხვედრას. ელჩები ისაუბრებენ საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე და საქართველოსა და თავიანთ ქვეყანას შორის ორმხრივ ურთიერთობებზე. 

ინიციატივის ფარგლებში პირველი შეხვედრა 2013 წლის 3 ივლისს საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანდებო და სრულუფლებიან ელჩთან, ბ-ნ პიტერ იან ლანგენბერგთან გაიმართა. შეხვედრაზე განხილული იყო ნიდერლანდების უსაფრთხოების სტრატეგია და  გავლებული იყო  პარალელი საქართველოსთან. ღონისძიება  კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა. 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.