X

სხვა

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კლვევის ფონდი მე-18 ადგილზეა ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის ანალიტიკურ ცენტრებს შორის

2014 / 01 / 29

2013

ანალიტიკური კვლევითი ცენტრებისა და სამოქალაქო საზოგადოების პროგრამა
საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამა
პენსილვანიის უნივერსიტეტი
საბოლოო ანგარიში 01.22.14
2013 Global Go to Think Tanks Report and Policy Advice

 

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კლვევის ფონდის მმართველი გუნდი და თანამშრომლები სიამაყით გაცნობებთ, რომ საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კლვევის ფონდმა დაიკავა მე-18 ადგილი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ანალიტიკურ კვლევით ცენტრებს შორის (ანგარიშის 45-ე გვერდი).

მსოფლიოს ყველა რეგიონის ანალიტიკური ცენტრებისა და ექსპერტების ძალისხმევით პენსილვანიის უნივერსიტეტმა გამოაქვეყნა ანალიტიკური ცენტრების რეიტინგი მსოფლიოს მასშტაბით. 

 

2013 წლის გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს :

-  ყველა ტიპის რეგიონული და ფუნქციურ კლვლევითი კატეგორიის 793 ექსპერტი;

- ანალიტიკურ ცენტრებსა და პოლიტიკასა თუ სამოქალაქო საზოგადოებაში  მოღვაწე 150 ჟურნალისტი და მკვლევარი.  

- ანალიტიკური ცენტრების პროგრამებისა და ქსელების  55 ყოფილი და მოქმედი დირექტორი;

- 40 სახელმწიფო და კერძო დონორი;

- სამოქალაქო საზოგადოების 150 წარმომადგენელი;

- ასობით ანალიტიკური ცენტრი; 

- 25-30 საჯარო სტრუქტურათაშორისო ორგანიზაცია;

- 120 აკადემიური დაწესებულება.

 

2013 წლის ანგარიშის მიხედვით აღსანიშნავია რეიტინგის მზარდი მასშტაბები, ანუ: 

- პროცესში მონაწილეობის მისაღებად მოწვეული იყო 6,826 ანალიტიკური ცენტრი 182  ქვეყნიდან;

- ნომინაციებისა და რანგირების პროცესში მონაწილეობა მიიღო  1,947 ზე მეტმა ინდივიდმა 120 ქვეყნიდან;

- ანალიტიკური ცენტრები დასახელებული და შემდეგ შეფასებული იყო 47 კატეგორიაში, 

-  სულ დასახელდა  2.265 ანალიტიკური ცენტრი;

- მიღებული იქნა 52,000 მდე ნომინაცია;

- 171 ანალიტიკური ცენტრი დასახელდა მსოფლიოს მოწინავე ცენტრებად. 

 

ჩვენ ვულოცავთ CIPPDD, IPS, CRRC, SRC  სხვა ქართულ ორგანიზაციებს (სულ 13 ქართული ორგანიზაცია, იხილეთ ბმული) , და ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციას ICHD სამხეთიდან, რომლებიც მოხვდნენ  ”Global “Go-To Think Tanks” -ის 2013 წლის რეიტინგში.

ანგარიშის სრულად გასაცნობად იხ.: http://www.ecologic.eu/sites/files/news/2014/gotoreport2013_final.pdf 

 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.