X

სხვა

ურთიერთგაგების მემორანდუმი ლევან მიქელაძის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრთან

2017 / 06 / 23

2017 წლის 23 ივნისს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდისა (რონდელის ფონდი) და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრს შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი.

მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოაწერეს რონდელის ფონდის პრეზიდენტმა ეკა მეტრეველმა და ლ. მიქელაძის დიპლომატიური სასწავლო ცენტრის დირექტორმა მაია ყიფშიძემ, ითვალისწინებს მხარეებს შორის  ცოდნის გაზიარებას, აკადემიური პერსონალის გაცვლას, სწავლებისა და კვლევების ხელშეწყობას, ერთობლივი პროექტების განხორციელებასა და ამ მიმართულებით ორმხრივ თანამშრომლობას. 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.