X

სხვა

ევროპის დღის აღნიშვნა ბათუმში

2004 / 05 / 09

2004 წლის 9 მაისს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ‘ევროპის დღის’ აღსანიშნავი ღონისძიება. საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ევროპული კვლევების განყოფილების დირექტორმა კახა გოგოლაშვილმა მონაწილეობა მიიღო საზეიმო ღონისძიებაში. ‘ევროპის დღის’ აღნიშვნას ასევე დაესწრნენ რიგი მაღალი რანგის სტუმრები. საქართველოს პრეზიდენტი, შინაგან საქმეთა მინისტრი, ევროკავშირში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრი და საქართველოში ევროკავშირის ქვეყენების ელჩები საზეიმო სიტყვით წარსდგნენ დამსწრე საზოგადოების წინაშე. ღონისძიებაზე მცირე მოხსენებით გამოვიდა კახა გოგოლაშვილი. მან ისაუბრა ევროკავშირის გაფართოების გეოპოლიტიკურ ასპექტებზე და ევროკავშირი-საქართველოს დაახლოების მიმართებაში განიხილა საქართველოს საგარეო პოლიტიკური მიზნები. 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.