X

პრეზენტაციები

რონალდ ასმუსის წიგნის პრეზენტაცია

2010 / 04 / 12

2010 წლის 12 აპრილს ევროპის სახლმა საქართველოში და  საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა უმასპინძლეს რონალდ ასმუსის ახალი წიგნის - ”პატარა ომი რომელმაც შეძრა მსოფლიო: საქართველო, რუსეთი და დასავლეთის მომავალი” პრეზენტაციას. დოქტორმა ასმუსმა, რომელიც ტრანსატლანტიკური ცენტრისა და ამერიკის შეერთებული შტატების გერმანული მარშალის ფონტის სტრატეგიული დაგეგმვის აღმასრულებელი დირექტორია განიხილა 2008 წლის აგვისტოს ომის მიზეზები და შედეგები. საღამოს უძღვებოდა  საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტი, ალექსანდრე რონდელი.

რონალდ ასმუსმა წიგნის განხილვა 2008 წლის აგვისტოს ომის დასავლეთ-რუსეთის ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საერთო მცირე ანალიზით დაიწყო. მან ხაზი გაუსვა წიგნის მთავარ არგუმენტებს და დაასკვნა, რომ რუსეთის მთავარი მიზნები არ გულისხმობდა ტერიტორიულ პრობლემებსა და აფხაზეთისა და ოსეთი მომავალ სტატუსს, არამედ საქართველოს დასავლეთისკენ ლტოლვა და რუსეთის სურვილი, რომ ჩაახშოს მეზობლის ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებები. ასმუსმა აგვისტოს ”ომი აღწერა როგორც ომი, რომელსაც არ ჰყავდა მუგებულები, მხოლოდ წაგებულები” და ომი, რომელმაც შესაფერისი გავლენა მსოფლიოზე ვერ მოახდინა, მაგრამ ნათლად წარმოაჩინა ევროპული უსაფრთხოების მსხვრევადობა. მანდ ხაზი გაუსვა ომის რეზონანსს საერთაშორისო საზოგადოებაში, განსაკუთრებით ვინც დაუყოვნებლად ჩაერთო ნატო-რუსეთის ურთიერთობაში.

დოქტორმა ასმუსმა მისი პრეზენტაციის დიდი დრო დაუთმო კითხვა-პასუხის სესიას და უპასუხა დამსწრეთა არაერთ შეკითხვას.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.