X

პრეზენტაციები

წიგნის პრეზენტაცია: ”დაკარგული სივრცის ძიებაში: კულტურის პოლიტიკა პოსტ-საბჭოთა საქართველოში”

2010 / 12 / 23

2010 წლის 23 დეკემბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში გაიმართა წიგნის - ”დაკარგული სივრცის ძიებაში: კულტურის პოლიტიკა პოსტ-საბჭოთა საქართველოში” - პრეზენტაცია. ეს არის ესეების კრებული, რომლის ავტორებიც არიან ზურაბ ქარუმიძე (მწერალი), გიორგი ნიჟარაძე (ფსიქოლოგი, კულტუროლოგი), დავით ბუხრიკიძე (ჟურნალისტი), გიორგი გვახარია (ჟურნალისტი, კინომცოდნე) და ახალაგაზრდა მწერალი ალექსანდრე ლორთქიფანიძე. წიგნი ნორვეგიის ატლანტიკური საბჭოს მხარდაჭერით მოამზადა და გამოსცა საქართველოს ატლანტიკურმა საბჭომ. ამპროექტის ავტორია საქართველოს ატლანტიკური საბჭოს პროგრამის ხელმძღვანელი შორენა ლორთქიფანიძე. პროექტის მიზანია პოსტსაბჭოთა საქართველოში კულტურის პოლიტიკის კვლევა, იმ როლის განსაზღვრა, რაც საქართველოში კულტურამ  პოსტსაბჭოთა ტრანსფორმაციაში შეასრულა.

წიგნმა ხელოვნებათმცოდნეების, კულტუროლოგების, პოლიტოლოგების დიდი ინტერესი გამოიწვია და გამოითქვა მზადყოფნა ამგვარი კვლევების გაგრძელებისათვის.

http://www.radiotavisupleba.ge/content/article/2265613.html

http://liberali.ge/node/4489

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.